6 327 კოვიდინფიცირებული მკურნალობას საავადმყოფოებში განაგრძობს, 24 291 – საცხოვრებელ ბინაზე

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა – 211, იმერეთი – 335, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 139, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 216, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:
• 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
• 1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 – თბილისში, 537 – აჭარაში.
• 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




