6 ათასზე მეტი ოკუპანტი, 99 ტანკი – უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 6080 რუსი ტერორისტი. კერძოდ, მათ გაანადგურეს 99 ტანკი და არა მხოლოდ, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე პავლიუკი ავრცელებს.
რუსეთმა ერთი კვირის განმავლობაში 6080 ჯარისკაცი და 952 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა.
21-დან 28 იანვრამდე განადგურებულია 99 ტანკი, 205 ჯავშანტექნიკა; 222 საარტილერიო სისტემა; 4 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 241 საავტომობილო ტექნიკა; 44 ერთეული სპეცტექნიკა.
“გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 27 რაკეტა და 105 დრონი“, – წერს პავლიუკი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს