6-დან 19 მაისის ჩათვლით ისრაელში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
"ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს:
დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50, ხოლო ღია სივრცეში 500 შეადგენს.
ფიტნეს დარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა", – აღნიშნულია ინფორმაციაში
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს