6 მაისიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება


ავტორი
Front News საქართველო
2025 წლის 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება.
პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან:
30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი განხორციელდება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 წლის განმავლობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია.
შერჩევა განხორციელდება:
ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
2025-2027 სასწავლო წლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. :https://eta.edu.ge/ge/page/219/rezervis-umcrosi-oficris-nebayoflobiti-samxedro-momzadebis-programa
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 39 01 94; 599 90 15 61;
გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

ეროვნული თავდაცვის აკადემია – რექტორის ხედვა