
ავტორი
Front News საქართველო
ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ ბლოკირებული სუს-ის შესასვლელები სამართალდამცველებმა ევაკუატორებით გაათავისუფლეს.
საჯარიმოზე გადაიყვანეს პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძეც, რომელიც აქცია-პერფორმანს თბილისში, სუს-თან მართავდა. ის საჯარიმოზე საკუთარი ავტომობილით გადაიყვანეს.
ამასთან, აქციას დაკავებებიც მოჰყვა, კერძოდ, თელავში ტორესა მოსი დააკავეს, გორში კი ბადრი გრიგალაშვილი.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრების ავტომობილებზე გაკეთებული იყო წარწერები – “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს” და მოთხოვნები:
1. სრულად პროპორციული 2%-იანი საარჩევნო სისტემა;
2. რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე;
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს