Logo

6-თვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს

სამხედრო
345
Frontnews image description

მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლება ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს. სწავლება, მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება რეალურ გარემოში.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები