6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს


ავტორი
Front News საქართველო
სიმონეთში, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.
სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა და ოპერაციის რაიონში შეყოვნება იყო. წვრთნის განმავლობაში მათ გამოიყენეს რელიეფის თავისებურებები და მანევრირების, ცეცხლის გახსნისა და დაბრკოლებების შექმნით, დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.
თაგები:
წვევამდელები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს