Logo

6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

სამხედრო
97
Frontnews image description

ვაზიანის სასროლეთზე 6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. სწავლებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნების და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო.

43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები.

Advertisement