Logo

600-მდე ოკუპანტი და 24 დრონი – უკრაინის გენერალური შტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
548
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 199 460 (+580) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 15.05.2023-მდე: ტანკები – 3759 (+3), ჯავშანტექნიკა – 7336 (+11), საარტილერიო სისტემები – 3137 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 562 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 316 (+2), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2720 (+24), ფრთოსანი რაკეტები – 973 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6034 (+16), სპეციალური ტექნიკა – 407 (+3). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში აღმოსავლეთში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 46 შეტაკება მოხდა.

Advertisement