Logo

600-მდე ოკუპანტი და 40-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
30.08.2023 / 10:10
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 262 410 (+570) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.08.2023-მდე: ტანკები – 4423 (+9), ჯავშანტექნიკა – 8596 (+17), საარტილერიო სისტემები – 5476 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 733 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 500 (+0), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4395 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 1419 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7953 (+43), სპეციალური ტექნიკა – 825 (+5).

Advertisement