600-ზე მეტი ოკუპანტი, 21 ჯავშანტექნიკა, 26 საარტილერიო სისტემა, 35 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 247 850 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 03.08.2023-მდე: ტანკები – 4224 (+7), ჯავშანტექნიკა – 8234 (+21), საარტილერიო სისტემები – 4892 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 704 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 465 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 311 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4077 (+35), ფრთოსანი რაკეტები – 1347 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 7372 (+23), სპეციალური ტექნიკა – 721 (+3).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 44-ზე მეტი შეტაკება მოხდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს