600-ზე მეტი ოკუპანტი, 23 საარტილერიო სისტემა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 238 300 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.07.2023-მდე: ტანკები – 4115 (+8), ჯავშანტექნიკა – 8034 (+8), საარტილერიო სისტემები – 4504 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 685 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 428 (+3), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3828 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 1273 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 7059 (+15), სპეციალური ტექნიკა – 677 (+11).
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.
