600-ზე მეტი ოკუპანტი და 26 რაკეტა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
უკრაინელმა დამცველებმა გასული დღის განმავლობაში 630 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს და 26 რაკეტა ჩამოაგდეს.
ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში უკვე 115 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 115 290 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.01.2023-მდე: ტანკები – 3 106 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 183 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 094 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 437 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 219 (+0), თვითმფრინავი – 286 (+0), ვერტმფრენები – 276 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1872 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+26). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 17 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 846 (+13), სპეციალური ტექნიკა – 187 (+1).


19 ტანკი და 1500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

600-ზე მეტი ოკუპანტი, 21 ჯავშანტექნიკა, 26 საარტილერიო სისტემა, 35 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

23 ტანკი, 30-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და 600-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში