Logo

610 ოკუპანტი, 7 საარტილერიო სისტემა და 6 ჯავშანტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1193
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 171 160 (+610) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 27.03.2023-მდე: ტანკები – 3 595 (+0), ჯავშანტექნიკა – 6 953 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 638 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 523 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 277 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 216 (2), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 493 (+7), სპეციალური ტექნიკა – 285 (+3). 

Advertisement