Logo

62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე საველე წვრთნები დაასრულა

სამხედრო
466
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები