Logo

620 ოკუპანტი, 16 ჯავშანტექნიკა, 5 ტანკი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1243
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 102 050 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.12-მდე: ტანკები – 3 011 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 010 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 991 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 418 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 267 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1706 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 635 (+8), სპეციალური ტექნიკა – 178 (+0).

Advertisement