Logo

630 ოკუპანტი და ათობით სამხედრო ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
739
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 173 990 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.04.2023-მდე: ტანკები – 3 616 (+1), ჯავშანტექნიკა – 6 981 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 683 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 527 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 279 (+1), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 248 (0), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 528 (+7), სპეციალური ტექნიკა – 296 (+2). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის 70 თავდასხმა მოიგერია.

Advertisement