Logo

64 625 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 342 მკურნალობს

საზოგადოება
437
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 612, იმერეთში – 795.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

 

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 – თბილისში, 563 – აჭარაში.

 

58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები