Logo

690 ოკუპანტი, 58 რაკეტა და 23 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1334
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 105 250 (+690) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.12-მდე: ტანკები – 3 026 (+8), ჯავშანტექნიკა – 6 059 (+12), საარტილერიო სისტემები – 2 010 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 423 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 268 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1740 (+23), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 683 (+8), სპეციალური ტექნიკა – 180 (+1).

 

გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

Advertisement