Logo

7 დღეში უკრაინელმა სამხედროებმა 5 400 ოკუპანტი, 13 თვითმფრინავი, ათობით რაკეტა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინა
403
Frontnews image description

ერთი კვირის განმავლობაში, 23-დან 29 იანვრამდე, უკრაინელმა სამხედროებმა 5400 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხა მსუბუქი ჩქაროსნული ნავის, 13 თვითმფრინავის, 437 ერთეული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განადგურება, – ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.

 

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 23-29 იანვრის პერიოდში:

 

ლიკვიდირებულია – 5400 ოკუპანტი;

 

განადგურებულია – 52 ტანკი, 98 ერთეული ჯავშანტექნიკა, 51 საარტილერიო სისტემა,  8 – მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 6 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 55 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები, 47 ფრთოსანი რაკეტა, 1 მსუბუქი ჩქაროსნული ნავი, 105 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი და 6 სპეციალური ტექნიკა. 

 

რუსი ოკუპანტების კატერის განადგურების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. 47 რაკეტა რუსეთის მიერ გაშვებული 55-დან 26 იანვარს, მასიური თავდასხმის დროს ჩამოაგდეს. დაბომბვის დროს სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

Advertisement