7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. 7 ნოემბრის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატების თქმით, შუამდგომლობებით დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდება ფასლიფიცირებულ, ირიბ, ერთმანეთთან შეუთავსებელ მასალებზეა დამყარებული.
პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს