70 საარტილერიო სისტემა, 480-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა, 1 430 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 362 500 (+1 430) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.05.26-მდე: ტანკები – 11 960 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 643 (+7), საარტილერიო სისტემები – 42 930 (+70), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 813 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 398 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 500 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 318 433 (+1 781), ფრთოსანი რაკეტები – 4 693 (+6).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 100 713 (+483), სპეციალური ტექნიკა – 4 231 (+4).





