Logo

74 საარტილერიო სისტემა, 1 200-მდე ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
573
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 377 510 (+1 190) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.06.26-მდე: ტანკები – 12 004 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 717 (+7), საარტილერიო სისტემები – 43 713 (+74), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 857 (+6).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 414 (+3), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 619 (+5); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 340 531 (+2 204), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 105 172 (+376), სპეციალური ტექნიკა – 4 267 (+4).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები