77 049 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 618 ადამიანი მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა – 1 352, იმერეთი – 857, ქვემო ქართლი – 282, შიდა ქართლი – 266, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი – 98, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 949, აჭარაში – 651, იმერეთში – 896.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში – 385, აჭარაში – 137, იმერეთში – 258.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 55, იმერეთში – 27.
2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 658 – აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




