77 წლის ასაკში ჟურნალისტი ვახტანგ ნანიტაშვილი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
77 წლის ასაკში ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი გარდაიცვალა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის “პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.
ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა “საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.
თაგები:
ვახტანგ ნანიტაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს