Logo

780 ოკუპანტი, 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
587
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 123 860 (+780) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 26.01.2023-მდე: ტანკები – 3 175 (+14), ჯავშანტექნიკა – 6 334 (+27), საარტილერიო სისტემები – 2 169 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 452 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 292 (+2), ვერტმფრენები – 282 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1908 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 986 (+19), სპეციალური ტექნიკა – 195 (+1).

Advertisement