Logo

8 ტანკი, 16 დრონი, 890 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1011
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 214 660 (+890) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 10.06.2023-მდე: ტანკები – 3909 (+8), ჯავშანტექნიკა – 7607 (+7), საარტილერიო სისტემები – 3715 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 600 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 362 (+3), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 299 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3263 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 1176 (+5). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6428 (+18), სპეციალური ტექნიკა – 507 (+5).

Advertisement