Logo

800-მდე ოკუპანტი და 50-მდე საავტომობილო ტექნიკა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
987
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 307 640 (+780) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.11.2023-მდე: ტანკები – 5301 (+8), ჯავშანტექნიკა – 9996 (+22), საარტილერიო სისტემები – 7439 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 872 (+3).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 572 (+2), თვითმფრინავები – 322 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5567 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1556 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9814 (+47), სპეციალური ტექნიკა – 1054 (+5).

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს და ახორციელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 სამხედრო შეტაკება მოხდა. ომის შესწავლის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს. 

Advertisement