
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 309 520 (+800) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 10.11.2023-მდე: ტანკები – 5317 (+1), ჯავშანტექნიკა – 10 017 (+3), საარტილერიო სისტემები – 7489 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 877 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 578 (+1), თვითმფრინავები – 322 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5595 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 1558 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9876 (+23), სპეციალური ტექნიკა – 1060 (+1).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 25-ზე მეტი შეტევა მარიინსკის მიმართულებით და მიიწევენ მელიტოპოლის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში 69 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს