Logo

83 წლის თალიკო თავაძე – ვამტკიცებ, რომ ცოცხალი ვარ და ვერ ვაჯერებ

საზოგადოება
1077
Frontnews image description

ვამტკიცებ, რომ ცოცხალი ვარ და ვერ ვაჯერებ, –  ამის შესახებ ქუთაისელი 83 წლის თალიკო თავაძე აცხადებს. 

 

მან თავისი “გარდაცვალების” შესახებ  იუსტიციის სახლში მაშინ შეიტყო, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში პენსია ვერ მიიღო და მიზეზის გარკვევას შეეცადა. 

 

“ოთხი თვეა, პენსია არ ამიღია, რომ დააგვიანდა, მოვიკითხე და აღმოჩნდა, სიაში აღარ ვიყავი. მივედი იუსტიციის სახლში, სადაც გამიცხადეს, რომ გარდაცვლილების სიაში ვარ. ვამტკიცებ, რომ ცოცხალი ვარ და ვერ ვაჯერებ. ასევე ჩემი მონაცემები ამოღებულია საარჩევნო სიიდან. ვითხოვ, დამაბრუნონ სიაში და პენსიაც დამიბრუნონ, რადგან ჩემი ერთადერთი შემოსავალია”, – აცხადებს თალიკო თავაძე.

 

83 წლის თალიკო თავაძე იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო ქუთაისის ერთ- ერთ კლინიკაში მოხვდა, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. მისი თქმით, პენსიის შეწყვეტა ამ პერიოდს ემთხვევა.

თაგები:

ქუთაისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები