Logo

9 საარტილერიო სისტემა, 14 ტანკი, 480 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
530
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 245 700 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.07.2023-მდე: ტანკები – 4205 (+14), ჯავშანტექნიკა – 8178 (+11), საარტილერიო სისტემები – 4795 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 698 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 459 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 311 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4011 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 1347 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7275 (+28), სპეციალური ტექნიკა – 711 (+1).

Advertisement