
ავტორი
Front News საქართველო
9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2022“ გაიმართება.
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
“ონელობა როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-15 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმართან ერთად, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უმასპინძლებს. დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
“ონელობა 2022“ ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილია გალა კონცერტი – “შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე“. კონცერტის შემდეგ, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნება ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს