
ავტორი
Front News საქართველო
9 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში კომპანია “ელიტ ტექნოლოჯის“ 15 წლის საიუბილეო კონფერენცია – “ინფრასტრუქტურული ინოვაციები – თბილისი 2023“ გაიმართება.
კონფერენციას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გახსნის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის მიღწევები, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან და მოწინავე კომპანიებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა და ინოვაციურ სიახლეებად მიიჩნევა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება პროექტებს, რომლებიც სფეროში ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს. კონფერენციაზე მხარეები აღნიშნული სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის გზებზე იმსჯელებენ.
აშშ-დან, დანიიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან მოწვეული სტუმრები მოხსენებებს გააკეთებენ და აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
9 სექტემბერს, კომპანია “ელიტ ტექნოლოჯი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თაგები:
კონფერენცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს