Logo

9 ტანკი, 40 ფრთოსანი რაკეტა, 590 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
346
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 244 270 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 27.07.2023-მდე: ტანკები – 4186 (+9), ჯავშანტექნიკა – 8147 (+11), საარტილერიო სისტემები – 4745 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 698 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 457 (+0), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3996 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 1347 (+40). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7229 (+18), სპეციალური ტექნიკა – 708 (+0).

 

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ჯარებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაცია ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით, დიდი რაოდენობით აღჭურვილობის გამოყენებით.

 

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წარმატებული შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე.

 

Advertisement