Logo

920 ოკუპანტი და ათობით სამხედრო ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
709
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 128 420 (+920) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.02.2023-მდე: ტანკები – 3 209 (+8), ჯავშანტექნიკა – 6 382 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 207 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 458 (+4).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 221 (+0), თვითმფრინავი – 293 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1951 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 061 (+13), სპეციალური ტექნიკა – 200 (+0).

Advertisement