Logo

960 ოკუპანტი და თითქმის 150 ერთეული ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
339
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 377 820 (+960) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.01.24-მდე: ტანკები – 6214 (+22), ჯავშანტექნიკა – 11 548 (+59), საარტილერიო სისტემები – 8947 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 970 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 657 (+0), თვითმფრინავები – 331 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6961 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 1820 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11 956 (+65), სპეციალური ტექნიკა – 1409 (+12).

 

Advertisement