Logo

99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

საზოგადოება
677
Frontnews image description

99 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. 

"მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით ვინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, – ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

პრინცი ფილიპი საბერძნეთის კუნძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.

დედოფალ ელისაბედ მეორეზე პრინცი ფილიპი 74 წლის წინ დაქორწინდა და სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინა.

თაგები:

Advertisement