Logo

აბას არაღჩი - ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად

მსოფლიო
363
Frontnews image description

ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმება.

დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიან შედეგებს მოიტანს. გაეროს თითოეული წევრი უნდა შეშფოთებული იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების გამო.

გაეროს ქარტიისა და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის მიზნით ლეგიტიმურ რეაგირებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად", – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

თაგები:

ირანი
Advertisement