Logo

აბაშაში ძალადობის მსხვერპლი ქალი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს

საზოგადოება
237
Frontnews image description

აბაშაში ძალადობის მსხვერპლი ქალი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას უცნობმა პირმა სცემა და ფულს სთხოვდა.

"მცემეს, სახეზეც მეტყობა, მთვრალი იყო და სახლში შემოვიდა. მე მეძინა და ვერ ვიცანი სახეზე, ფული უნდოდა, თანხა არ მივეცი და მაგიტომ მცემა", – აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

მიუხედავად მისი ამ განცხადებისა, საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით არის აღძრული. სავარაუდო დამნაშავე კი უკვე იდენტიფიცირებულია და ეძებენ.

თაგები:

Advertisement