
ავტორი
Front News საქართველო
აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოლობანში აგრობაზარი გაიხსნა. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს და მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კომფორტულ გარემოში გაყიდონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.
დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ჩენრიშოვამ და აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ დაათვალიერეს.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში ექვსი პროექტი დაფინანსდა: აქედან აბაშის აგრობაზრის მსგავსად, უკვე დასრულებულია მარტვილის აგრობაზრის, სენაკის თოკების პარკის, ზუგდიდში ეთნო ცენტრის და ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კი ეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.
გარდა მუნიციპალიტეტების 6 ინიციატივის დაფინანსებისა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასულ წელს პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათას ლარზე მეტი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს