აბასთუმანში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს


ავტორი
Front News საქართველო
დაბა აბასთუმანში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თაგები:
