
ავტორი
Front News საქართველო
აბასთუმნის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ, მათ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. ე.წ. “დეზერტირების ბაზრის” და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები სავაჭრო ფართს ითხოვენ.
სამართალდამცველებმა მოვაჭრეების მიერ გადაკეტილი გზა უკვე გახსნეს.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ არ აქვთ ფართი, სადაც საკუთარ პროდუქციას გაყიდიან.
“მერიაში ვიყავი პარასკევს და იქიდან გამოგვაგდეს. არ გვინდოდა გზის გადაკეტვა ჩვენ, ჩვენ გვინდოდა, რომ მშვიდობიანად მოგვარებულიყო ყველაფერი. ხალხს შია, მშიერ-მწყურვალი ხალხი ვართ ქუჩიდან ქუჩაში არ გადავალთ ჩვენ. არანაირი ფართი არ აქვს ჩვენთვის მერიას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოვაჭრეების თქმით, იქ მომუშავეთა უმეტესობას საკვებისთვისაც კი არ აქვს თანხა.
“ლუკმაპური გვინდა ვჭამოთ. შაქრიანი, დიაბეტიანი, უპატრონო ადამიანი ვარ. ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. შია ხალხს, გახედეთ, რა დღეშია ხალხი” , – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თაგები:
გარევაჭრობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს