აბელ აბესაძე – გუნდიდან გაშვებული ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორი აბელ აბესაძე ხაშურში, პარტიის ყოფილი წევრების გათავისუფლების მიზეზად საკადრო გადაადგილებებს ასახელებს და „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს იმას, თითქოს ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“.
მისი თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“, რაც მტკნარი სიცრუეა.
„პარტია ცოცხალი ორგანიზმია და პერიოდულად საკადრო გადაადგილებები ხდება. ახლაც, წინასაარჩევნოდ, ჩვენს გუნდში რეგიონულ დონეზე გუნდის გადახალისება მიმდინარეობს. სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ხაშურშიც. გადავწყვიტეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში აქცენტი სხვა, გაცილებით მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანებზე გაგვეკეთებინა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძოლებენ არჩევნებზე. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ადამიანებისთვის, ფაქტობრივად გუნდიდან გაშვებული ადამიანები შეუერთდნენ გიორგი გახარიას, ახლა ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“, რაც მტკნარი სიცრუეა. ამ ყველაფრით ცდილობენ რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“,- განაცხადა აბესაძემ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა