"აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ვინმე იყოს ძალადობის მსხვერპლი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო"


ავტორი
Front News საქართველო
"აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ვინმე იყოს ძალადობის მსხვერპლი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ თავდასხმას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს“, - ჩეხეთის მმართველ კოალიციაში შემავალი “ტრადიცია პასუხისმგებლობა კეთილდღეობა”- პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია იგორ ნარმანიაზე გუშინდელ თავდასხმას გამოეხმაურა.
"მანამ, სანამ ჩეხეთში დემოკრატიის დღესასწაულია, ჩვენ მოგვივიდა სამწუხარო ინფორმაცია ჩვენი ქართველი კოლეგებისგან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა მას და მისი გუნდის სხვა წევრებს, რკინის ბლაგვი საგნებით მაშინ, როდესაც ისინი ემზადებოდნენ განცხადების გასაკეთებლად, საპროტესტო აქციის შესახებ. იგორს დაზიანების შედეგად დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ვინმე იყოს ძალადობის მსხვერპლი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ თავდასხმას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
იგორ ნარმანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს