
ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
"საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა. სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.
თაგები:
აჭარა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს