
ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგის მორიგი ფართომასშტაბიანი კამპანია გაიმართა.
მრავალპროფილური კვლევები ბათუმში, თამარის დასახლების მოსახლეობისთვის ჩატარდა. პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ სამედიცინო კვლევებითა და ექიმთა კონსულტაციებით. ჩატარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის გამოკვლევები.
კვლევები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი” ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა.
საყოველთაო გამოკვლევები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა. სერვისით წელს, რეგიონში 1 000-მდე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს