
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარი ზანაქიძემ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე გამართული კონფერენცია გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს -JICA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარაში წარმატებით დაინერგა საპილოტე პროექტი, რომლის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად.
პროექტის ფარგლებში გამოიცა სპეციალური წიგნი, რომელიც ითვალისწინებს დედის ჯანმრთელობისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგს მუცლადყოფნის პერიოდიდან 5 წლის ასაკამდე. წიგნის დანერგვის შედეგებზე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა ვერა ბაზიარმა, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება გააზიარა JICA-ს წარმომადგენელმა კეიკო ოსაკიმ.
კონფერენციას მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს