აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონის“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ი. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:
ნარკოდანაშაული

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა