
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები 1998 წელს დაბადებული უ. ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი აჭარაში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს