აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. "ბარიშ ბოიუნის" კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.
"დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. "ბარიშ ბოიუნის" კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“.
დანაშაული თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. "ბარიშ ბოიუნის" კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


